Sunday, November 26, 2017

მიტროპოლიტი შიო - პატრიარქი როცა ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას


უწმინდესის გადაწყვეტილება იყო ყველასთვის სრულიად მოულოდნელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყის მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) განუცხადა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 
მისივე თქმით, პატრიარქს სრული უფლება ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. ”შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ უწმინდესს სრული უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ ჩვენთვის, ყველასთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ასე ინება უწმინდესმა და გააკეთა. რას უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით”, - განაცხადა მეუფე შიომ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა უფლებამოვალეობებს შეასრულებს ის საპატრიარქოში, მეუფე შიო მუჯირმა უპასუხა: ”ახლა ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას. ის წაბრძანებულია. რომ ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ”.

მეუფე შიო მუჯირმა მოსაყდრის სტატუსით სამების საკათედრო ტაძრში დღეს პირველი წირვა ჩაატარა. მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ კეთილი სამარიტელის შესახებ იგავზე იქადაგა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 23 ნოემბერს მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო დაასახელა.

იხილეთ ვიდეო: ”სამებაში საკვირაო წირვას მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ატარებს ”

No comments:

Post a Comment