Thursday, November 30, 2017

ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა


ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცის მიერ ყოფილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში.

გუშინ საღამოს, ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. მამაკაცმა კი პატრულს ცეცხლი გაუხსნა. 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment