Tuesday, November 28, 2017

თბილისის მერია 19 კომისიას აუქმებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
 
ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, თბილისის მერია მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას აუქმებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამს სამართლებრივ აქტებში, ხოლო გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. ზონალური საბჭოც უქმდება. "ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა, რომელიც რასაკვირველია შეეხება ურბანული პოლიტიკის მიმართულებასაც, ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები და სამუშაობს პირადად ჩემი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ წუთებში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
 

No comments:

Post a Comment