Saturday, January 5, 2019

საგანგაშო ინფორმაცია – “საქართველოში ადამიანებს რაღაც ანადგურებთ” – რას ყვება თურქეთის კლინიკის ექიმი

თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველი, მალინა ბერიკაშვილი fortuna.ge-სთან საუბრობს იმ კატასტროფული რეალობის შესახებ, რომლის წინაშეც ქართველი ერი დგას. მისი თქმით, საქართველოდან წასული პაციენტების უმრავლესობა სიმსივნით არის დაავადებული. როგორც მალინა ბერიკაშვილი ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონკრეტულად მის კლინიკაში საქართველოდან მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი და საშუალოდ თვეში 50-80 პაციენტიდან მხოლოდ ათია მსუბუქი დიაგნოზით, დანარჩენს კი სიმსივნე აქვს. ჩვენი რესპონდენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზეც, რომ კატასტროფულადაა გაზრდილი ლეიკემიის დიაგნოზიც.
მალინა ბერიკაშვილი:
კატასტროფული მდგომარეობაა და ძალიან აღელვებული ვისაუბრებ ამის შესახებ. მეშვიდე წელიწადია, ვმუშაობ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, ამ დრომდე საქართველოს კოორდინატორი ვიყავი, ერთი თვეა, რაც დამაწინაურეს და გავხდი კლინიკის დირექტორის მრჩეველი.
ბოლო ორი წელიწადია, თვეში 20 პაციენტიდან ავედით 50-80 პაციენტზე, იანვრის მერე 50-ზე ნაკლები მომართვა არ გვქონია და საშუალოდ, ათი ადამიანის გარდა, ვინც შესამოწმებლად ჩამოდის, ყველას სიმსივნის დიაგნოზი აქვს. ყოველ დღე მირეკავენ ადამიანები, რომელთაც სიმსივნის დიაგნოზი აქვთ. ყველაზე უცნაური არის ის, რომ მცირე ხნის წინ ერთი ქალბატონი გახლდათ მამოლოგთან, გადაიმოწმა მკერდი და ყველაფერი წესრიგში იყო, ოთხი თვის შემდეგ მას ექიმთან დაბრუნებამ მოუწია, რადგან ხელით მოისინჯა მკერდზე რაღაც. მას აღმოაჩნდა კვანძი, რომელიც არის სიმსივნური, მაღალი რისკის შემცველი. თუ ჰაერში არ არის რაღაც მომწამვლელი ნივთიერება, ასე სწრაფად სიმსივნე ვერ განვითარდებოდა. გავიდეთ თბილისში, როგორი გამონაბოლქვია…
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ბავშვებს თმა სცვივათ. გადავამოწმეთ და თმაში ტყვია იყო. ანალიზები გერმანიაში, აშშ-ში გადავამოწმეთ… საქმე ისაა, რომ ტყვია მეტრს ქვევით ილექება და ყველაზე მეტად ბავშვებს უქმნის უდიდეს პრობლემას. როცა პატარას ეტლით ასეირნებთ, ცენტრალურ გამზირებზე, ეს ძალიან საშიშია.
გადახედეთ საკვებს, ზეთს ზეთის გემო არა აქვს, კარაქს კარაქის. მე თურქეთში ვცხოვრობ და ისეთი გულმძმარვა საჭმლისგან არასდროს მქონია, როგორიც თბილისში მაქვს ხოლმე. ძალიან მიჭირს თბილისში ჭამა.
დაბალი დონისაა ჰიგიენური საშუალებები, თმის საღებავი, შამპუნი, კბილის პასტა, სარეცხი საშუალებები, რომლებიც სარეცხსაც ვერ რეცხავს და რას შეიცავს, არავინ იცის,- ყველაფერი უნდა შემოწმდეს, რაც ქვეყანაში შემოდის.
ამას წინათ მე და ჩემი დირექტორი დავსხედით და დავსვით კითხვა, რატომ მოდის ამდენი სიმსივნიანი პაციენტი საქართველოდან, რატომ არის ლეიკემიის ასეთი მაღალი სტატისტიკა. მხოლოდ 2018 წელს ჩვენს კლინიკაში 15 ადამიანს გავუკეთეთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც ლეიკემიის დროს კეთდება. ყველა თვეში მინიმუმ ორ ლეიკემიიან ადამიანს ვიღებთ, აქ სხვა ცნობილი კლინიკებიცაა და დარწმუნებული ვარ, მათაც მაღალი მიმართვიანობა აქვთ… აღარაფერს ვამბობ თბილისში ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომელთაც არ აქვთ საშუალება, სხვა ქვეყნებში გაემგზავრონ სამკურნალოდ.
ქალბატონო მალინა, ყველაზე მეტად რა ტიპის სიმსივნეებია გავრცელებული საქართველოში, თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით გვითხარით.
მკერდის, საშვილოსნოს, ფილტვის, ლიმფური კვანძების სიმსივნე და ლეიკემია. ასევე ფარისებრის, პროსტატის და ღვიძლის სიმისვნე. გარდა ამისა, აქაური ექიმები არიან გაოცებულები, საქართველოდან ხალხი მოდის ისეთი დაავადებებით, რაც უკვე 20 წელია, თურქეთში არ უნახავთ. მაგალითად, ამ წელს სამი ბავშვი მივიღეთ კუნთების ატროფიით… ჩვენი ერთ-ერთი ექიმი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და კონფერენციის გამართვას, რომელსაც გვსურს, ქართველი ექიმები დაესწრონ.
კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე ჩვენთან სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან. ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?!. ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან.
ანალიზებისა და კვლევების შესახებაც მინდა ვთქვა – ჩვენმა ერთმა პაციენტმა თბილისში ექვს წამყვან ლაბორატორიაში გაიკეთა სისხლის საერთო ანალიზი და ექვსივეგან სხვადასხვა პასუხი მისცეს, დაბნეული მეკითხებოდა, რომელს დავეყრდნოო, შემდეგ ჩვენთან გავაკეთეთ. აღარაფერს ვიტყვი, შეცდომით მკურნალობაზე, რაც სამწუხაროდ, ხდება…
თქვენ ამბობთ, რომ ჰაერის დაბინძურება პირველი მიზეზია სიმსივნის სტატისტიკის გაზრდაში?
ჰაერის დაბინძურება, საკვები, ჰიგიენური საშუალებები და სტრესი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში, კლინიკებში გამოყენებულ მასალებს ყრიან ჩვეულებრივ ნაგავში ან კანალიზაციაში, რაც არაფრით არ შეიძლება. ყველა მასალა უნდა მიდიოდეს სპეციალიზებულ ნაგავსაყრელზე და ის შეფუთული უნდა გადაჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც ასევე სპეცტანსაცმელში იქნებიან გამოწყობილნი.
სოლარიუმების პრობლემაა უმნიშვნელოვანესი. თურქი ექიმები კრძალავენ სოლარიუმის გამოყენებას და ამიტომ, თურქეთში ნაკლებად პოპულარულია. საქართველოში კი ახალგაზრდები დღე და ღამ სოლარიუმებში წვანან. ქართველი ერი წყდება…
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა – ამ ქვეყნებში განსაკუთრებით დგას სიმსივნის საკითხი, ამ ქვეყნებში რაღაც ანადგურებს ადამიანებს. ერთი კვირის წინ ბავშვი რომ კარგად იყო და ერთი კვირის თავზე ლეიკემიის დიაგნოზს უსვამენ, ასეთი შემთხვევაც გვქონდა, ე.ი. არ არის საქმე კარგად. მოერიდეთ ბავშვების გასეირნებას ცენტრალურ ქუჩებზე, და თუ მოხვდებით მასთან ერთად, აუცილებლად ხელში აიყვანეთ. რუსთაველზე, პეკინზე, ცენტრალურ გამზირებზე საშინელი მდგომარეობაა. გამორჩეულად დაბინძურებულია ნუცუბიძის ქუჩა, სადაც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ანტენები დგას, რომლებიც პირდაპირ ასხივებს რადიაციას, ეს მოქმედებს ლიმფურ კვანძებზე და იწვევს სიმსივნეებს.
თბილისში ყველა კუთხეში კლინიკაა გახსნილი. დგას ემერაის აპარატები იქ, სადაც არ უნდა იდგეს. მეთორმეტე სართულზე რომ არის საოპერაციო, ეს არ შეიძლება, საოპერაციო უნდა იყოს მიწის ქვეშ, რადგან ზოგჯერ ოპერაციისას ისეთი აპარატურა გამოიყენება, რომელიც გამოსცემს რადიაციას.
ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გააკონტროლოს, რომ ყველა კუთხეში და ყველა სართულზე კლინიკა არ გაიხსნას. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა შეძლოს და გააკონტროლოს მანქანები. სტამბოლში ვცხოვრობ და წელიწადში ერთხელ მანქანა შესამოწმებლად მიგვყავს. აბა, არ წაიყვანო. უდიდეს ჯარიმას დაგაკისრებენ და შეიძლება, მანქანა ჩამოგართვან. შეიძლება, ქალაქში 20-30 წლის მანქანები დადიოდეს?!.
 fortuna.ge

No comments:

Post a Comment