Saturday, January 5, 2019

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებითი პენსიის სქემიდან გამოხვედი


დასაქმებულს, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრისთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ.
დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოსვლა აღარ.
სქემიდან გასვლის უფლება არ აქვთ იმ დასაქმებულებს, რომლებსაც 2019 წლის პირველი იანვრისთვის არ შესრულებიათ 40 წელი.
რაც შეეხება საპენსიო შენატანს [ხელფასის 2% თვეში], რომელიც დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე – სქემიდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და უკან დაუბრუნდება დასაქმებულს. თანხის დაბრუნების წესს საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.
💢💢ანუ, თუ თქვენ პირველი იანვრისთვის იყავით 40 ან მეტი წლის, ამასთან თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1000 ლარი და მაისის ბოლოს გადაწყვიტეთ გახვიდეთ სქემიდან, თქვენს საპენსიო ანგარიშზე ჯამში შეტანილი 100 ლარიდან [20-20 ლარი ყოველთვიურად], უკან დაგიბრუნდებათ 80 ლარამდე [საშემოსავლოსა და მომსახურების თანხის გამოკლებით].
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე შეტანილ თანხას [2-2%] უკან დაიბრუნებს დამსაქმებელიც და სახელმწიფო ხაზინაც, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უარს იტყვის სქემაში მონაწილეობაზე.
 დაგროვებით საპენსიო სქემაში 2019 წლის პირველი იანვრიდან ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული – 60 წლამდე კაცები და 55 წლამდე ქალები. ეს კანონის მოთხოვნაა და დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს დამსაქმებელი მის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად გადარიცხავს მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში. ასე გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში არ გამოვა სქემიდან.
რაც შეეხება 60-დან 65 წლამდე კაცებს და 55-დან 60 წლამდე ქალებს, მათ საშუალება აქვთ დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართონ საპენსიო სააგენტოს.
http://batumelebi.netgazeti.ge 

2 comments:

  1. ესე იგი 55 წლის ქალები ავტომატიურად არ ჩაერთვებიან?

    ReplyDelete
  2. Axla chaverte magram 40 celi sektembershi misruldeba. Makvs kitxva. Oktombridan sheidzleba skemidan gasvla da uaris tkma. Ar mindaa

    ReplyDelete