ქაშუეთის ეკლესიაში სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.
"დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები", - თქვა პატრიარქმა.
ილის მეორემ დაღუპულებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები.
დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ.
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.
აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და მომხდარის გამო დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment