ცნობილ ადამიანებს ერთმანეთთან ნათელ-მირონობა აკავშირებთ. ვინ ვისი ნათლიაა, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თამრიკო ჭოხონელიძე
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ნათლიაა. ბერა მომღერალმა პატარა ასაკში მონათლა. როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს საკუთარ ნათლულთან ხშირი ურთიერთობა აღარ აქვს.
კოტე თოლორდავა
ყველასათვის საყვარელი მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა, მსახიობ ლევან ყოჩიშვილის ვაჟის ნათლია იყო. ლევანი და კოტე უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ და ბოლოს დანათესავდნენ კიდეც. ერთად თამაშობდნენ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".
თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე და დოი
მომღერალი თიკა ჯამბურია ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილის, მარიკოს ნათლიაა. თიკამ პატარა მარიკო რამდენიმე წლის წინ მონათლა. მაშინ თავადაც ბავშვი იყო. თიკას და ლელა წურწუმიას ოჯახს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვთ. მარიკოს ნათლიები არიან ნინი ქარსელაძე და დათო დოიაშვილი.
ეკა ანდრონიკაშვილი
მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი დუტა სხირტლაძის ქალიშვილის, სოფოს ნათლიაა. ეკას კიდევ ერთი ნათლული მსახიობი თამუნა ბუხნიკაშვილია. ეკას სულ ოთხი ნათლული ჰყავს და ნათლისღების დღესასწაულზე ხშირად მასპინძლობს მათ.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილის ნათლიები თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა არიან. როგორც ნინი ამბობს, რაც დედა, ეკა კახიანი ახსოვს, იმ დროიდან ახსოვს თამრიკო და მაია, რომლებიც მისი მეორე დედები არიან. როგორც ნინიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, სიმღერის გარდა თამრიკო ჭოხონელიძისგან მას ტრავმებიც დაენათლა, რადგან ხშირად იღებს სხვადასხვა სახის ტრავმებს და ტრავმატოლოგიურში ნაცნობი სახეა. ცნობილი ნათლიები ჰყავს ნინის ქალიშვილს, ელენე კუტალაძეს. მისი ნათლიები ქრისტინე იმედაძე, ქეთა თოფურია, სალომე გოგიაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არიან.
ბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მისი ნათლულები არიან კახი კალაძის უფროსი ვაჟი ლევანიკო და ირაკლი ღარიბაშვილის მესამე ვაჟი გაბრიელი. პატარა ლევანიკო 2011 წელს გაქრისტიანდა, პრემიერ-მინისტრის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა.თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
No comments:
Post a Comment