Monday, January 7, 2019

გაბონში მეამბოხე სამხედროები დააპატიმრეს

გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში, სადაც გამთენიისას ქვეყნის მთავარი რადიოსადგური სამხედროებმა დაიკავეს და გადატრიალება გამოაცხადეს, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა სამხედროებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რადიოსადგურის შენობის მიმდებარედ ე.წ. აჯანყებულთა 300-მდე მხარდამჭერი იყო შეკრებილი, თუმცა ისინი ცრემლმდენი გაზით დაშალეს. 
რამდენიმე საათის შემდეგ, გაბონის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გი-ბერტრან მაპონგუმ განაცხადა, რომ ხუთი მთავარი მეამბოხიდან 4 დაკავებულია, მეხუთემ კი გაქცევა შეძლო.
გაბონის პრეზიდენტი 59 წლის ალი ბონგოა, რომელსაც ოქტომბერში ინსულტი დაემართა, მას შემდეგ კი მაროკოში მკურნალობს. ის ქვეყანას სათავეში 2009 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა, რომელიც ასევე პრეზიდენტი იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment