Friday, June 30, 2017

პეკინის ქუჩის ნაწილს წყალმომარაგება უახლოეს 12 საათში აღუდგება

თბილისის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე სამუშაოების წარმოებისას წყალსადენის  მაგისტრალური ქსელის  დაზიანების ადგილი საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან  ერთად დაათვალიერა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით ოპერატიული  დავალებები მისცა. მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს წყალმომარაგება უახლოეს 12 საათში აღუდგება.
„პეკინის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო  სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში  დაზიანდა წყალმომარაგების მილი. მილის დაბზარვამ და გასკდომამ გამოიწვია წყლის გამოსვლა, რომლის შემდეგად დაიტბორა მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი. დაზიანებული მილი  და პეკინის ქუჩის წყალმომარაგება არაუმეტეს 12 საათში აღდგება. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. რაც შეეხება დაზიანებულ მაღაზიებს, ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მიყენებული ზიანი მაღაზიების მეპატრონეებს სრულად აუნაზღურდეთ,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
პეკინის ქუჩაზე სანიაღვრე მილების გაწმენდისას, საბურთალოს ქუჩის კუთხეში, ერთ-ერთი მილი გასკდა, რის შედეგადაც წყალი პეკინის ქუჩაზე მიედინება.
კომპანია GWP-ს ცნობით, დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. "საბურთალოს ქუჩის და პეკინის გამზირის კვეთაზე, პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე სისტემაზე სამუშაოების წარმოებისას, წყალსადენის 400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
პეკინის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უნდა შეიცვალოს 355 და 160 მილიმეტრიანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრიან მონაკვეთს. 
წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება პეკინის გამზირზე აგვისტოს ბოლოს იგეგმება. 
 სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა არქივიდან სასტუმრო holiday inn-ის ჩათვლით. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment