სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია 2 ივლისს აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათადრო ტაძარში წირვის შემდეგ დალოცავს აბიტურიენტებს.
ცნობისთვის, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.
ipress.ge
No comments:
Post a Comment