თბილისში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჩამოდის
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ჩამოდის. 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე, პენსი თბილისის გარდა ტალინს (ესტონეთი) და პოდგორიცას (მონტენეგრო) ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.საქართველოში პენსი პრემიერმინსტრ გიორგი კვირიკავშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მათთან ერთად, ვიცეპრეზიდენტი შეხვდება ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც the Noble Partner-ის სწავლებაში მონაწილეობენ.
imedinews.ge'
No comments:
Post a Comment