Monday, June 26, 2017

თბილისი შესაძლოა რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს

თბილისი შესაძლოა, რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს. მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძეზე დაყრდნობით, ინფორმაციას  Commersant ავრცელებს.
„მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარებაზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმაშია საუბარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრებს კი 300 მიკროავტობუსი ემსახურება.
რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებითაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. არსებული სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან, ფაქტობრივად, ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა.
სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია „სამგორის“ მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს სავაჭრო ცენტრ„ისთ პოინტამდე“, ლილომდე და ასევე, რუსთავამდე“, - ამბობს მუმლაძე.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment