წელს გაზაფხულიც და ზაფხულიც უჩვეულოდ გრილი იყო. ამინდი ივნისშიც ხშირად იცვლებოდა. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ამინდის ცვლილება მათ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მაგრამ ასე არ არის და აი რატომ.
მოქმედებს თუ არა ამინდი წნევის ზრდაზე ან ვარდნაზე?
არა. ტრადიციულად, არტერიული წნევის ზრდას (ან ვარდნას) ცუდ ამინდს, ასევე მაგნიტურ ქარებს უკავშირებენ. სინამდვილეში ეს მოვლენები არტერიულ წნევაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ის შეიძლება იცვლებოდეს დაბალი ატმოსფერული წნევის პირობებში, თუმცა არა ჩვეულებრივ პირობებში. მაგალითად, თვითმფრინავში.
მეტიც, სინამდვილეში მაღალი არტერიული წნევა უმრავლეს შემთხვევაში ადამიანს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის: მას არ ახლავს ტკივილი და არც სხვა სიმტპომები. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ თავი შეიძლება მაღალი წნევის გამო სტკიოდეს. სინამდვილეში პირიქითაა: ადამიანს უვითარდება აბსოლუტურად დამოუკიდებელი დაავადება - თავის ტკივილის ერთ-ერთი ფორმა და სტრესის ფონზე წნევა უწევს.
მაღალმა წნევამ გარკვეული სიმპტომები შეიძლება მხოლოდ ჰიპერტონიული კრიზის დროს გამოიწვიოს. ესენია გულისრევა, თავის ტკივილი, ტკივილი მკრედის არეში, ჰაერის უკმარისობა და შფოთი. ამ დროს წნევა შეიძლება ძალიან მაღალი იყოს.
არტერიულ წნევაზე სინამდვილეში უარყოფითად მოქმედებს სიცივე. ადამიანები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, ხშირად იღუპებიან ფიზიკური დატვირთვისას დაბალი ტემპერატურის პირობებში. სიცივეში სისხლძარღვები ვიწროვდება, რის გამოც წნევა მატულობს და ამ დროს ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

იწვევს თუ არა ამინდის ცვალებადობა დეპრესიას?
არა. იმისთვის, რომ ადამიანს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვან, მას ერთდროულად რამდენიმე სიმპტომი უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ორი კვირის განმავლობაში. მაგალითად, ხასიათის მკვეთრი გაუარესება, უძილობა, ან პირიქით ხანგრძლივი ძილი და მუდმივი დაღლილობა. თუკი ცუდ ამინდში, თქვენ ტირილის ხასიათზე ხართ, ხოლო მეორე დღეს, მზიან ამინდში კარგ ხასიათზე დგებით, ეს დეპრესია არ არის.
იწვევს თუ არა ამინდის გაუარესება სახსრების ტკივილს?
არა. ბევრი ადამიანი, რომელსაც სახსრების დაავადება აქვს, ამბობს, რომ ცუდი ამინდის მოახლოებისას, ტკივილი უმძაფრდებათ. კვლევები აჩვენებს, რომ ეს კავშირი არ არსებობს. სახსრების ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ამინდის გაუმჯობესების წინაც, ხოლო წვიმის წინ ტკივილი ყოველთვის არ მატულობს. ადამიანისთვის აბსოლუტურად ნორმალურია კანონზომიერების დანახვა იქ, სადაც ის არ არის.
შეიძლება თუ არა ამინდის შეცვლამ ძველი ტრავმა გააღიზიანოს?
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან არცერთ კვლევას ეს საკითხი არ შეუსწავლია. თუკი ვივარაუდებთ, რომ ძველი ტრავმები და მოტეხილობები ამინდის გაუარესების წინ მართლაც თავს ახსენებენ ადამიანს, მაშინ საინტერესოა როგორ? ამ შეკითხვაზე დასაბუთებული პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ საქმე ეხება ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას. ტრავმის ადგილზე მცირე ანთება რჩება, ატმოსფერული წნევის ვარდნისას სითხის მოცულობა ადამიანის სხეულში მატულობს და მასთან ერთად ანთება, რომელშიც ეს მოცულობა ისედაც ნორმას აჭარბებს, ნერვულ დაბოლოებებს აწვება. სიცივეში, ნერვულ დაბოლოებებზე შეიძლება კუნთების შეკუმშვამაც იმოქმედოს.
როდის შეიძლება ამინდმა მართლაც იმოქმედოს ჯანმრთელობაზე?
თავის ტკივილი
შაკიკი (მიგრენი) - თავის ტკივილის სახეობა, რომლის დროსაც, პაციენტების 60-70%-ს ტკივილი აქვს მხოლოდ ცალ მხარეს, აქვს გულისრევა, მკვეთრი სინათლე კი უარესად ხდის. მსგავს შეტევებს სხვადასხვა ადამიანში აბსოლუტურად განსხვავებული გარემოებებიც იწვევს. მაგალითად შიმშილი, სხვადასხვა სურნელი ან ბუნებრივი მოვლენა, მაგალითად მზის სინათლე ან ქარი. დანამდვილებით არც ეს კავშირია დასაბუთებული, მაგრამ ის უფრო დადასტურებულია, ვიდრე თავისტკივილის სხვა გავრცელებული შემთხვევები.
ასთმა
ამინდს შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ასთმით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანზე. მათ, ვისაც შეტევები ფიზიკური დატვირთვისას ემართება, ცივი და მშრალი ჰაერი მდგომარეობას უმძიმებს, ზოგიერთს ავნებს ძალიან თბილი და ტენიანი ჰავა, ხოლო სხვებს - ჭექა-ქუხილი.
ცხვირიდან სისხლდენა (ეპიტაქსისი)
ცივი ჰაერი და ტენიანი ჰავა ბუნებრივად აშრობს ცხვირის ლორწოვან გარსს, რომელიც უმალ სუსტი ხდება და უმნიშვნელო მიზეზისთანავე ადამიანს შეიძლება ცხვირიდან სისხლის დენა დაეწყოს.
სიცივის და სიცხის ვერ ატანა
ზოგიერთი დაავადების პირობებში, ადამიანებს შეიძლება ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდეთ სიცივეზე და სიცხეზე. მაგალითად, ანემიით და ჰიპოთირეოზით (არასაკმარისად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი) დაავადებულებს შეიძლება სხვა ჯანმრთელ ადამიანებზე მეტად სციოდეთ. თირეოტოქსიკოზის (ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონთა მეტობა), შფოთვითი აშლილობის და მენოპაუზის დროს ადამიანებს ძალიან უჭირთ ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან შეგუება.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment