მოსწავლეთა შედეგები მიღწევის საფეხურების მიხედვით ასე გამოიყურება: უმაღლესი – 2.4 %, მაღალი – 8%, საშუალო – 30.2%, დაბალი – 29.3%, დაბალ საფეხურს მიღმა – 30.3%
შეფასების მიხედვით, მოსწავლეებში მათემატიკის ცოდნის დონეს ისეთი საკითხებიც კი განსაზღვრავს, როგორიცაა ბავშვის ოჯახის დამოკიდებულება საგნისადმი, აქვთ თუ არა წიგნები ოჯახში. ძირითადი გავლენა კი კვლევის თანახმად, მასწავლებელს აქვს. პედაგოგის კმაყოფილების დონე და სწავლებისას გამოყენებული მეთოდები პირდაპირ კავშირშია მოსწავლის მიღწევებთან. რაც უფრო კმაყოფილია პედაგოგი თავისი საქმიანობით, მით უფრო მაღალია მისი მოსწავლის მიღწევები.
ასევე, მნიშვნელოვანია, სწავლების მეთოდები. კვლევამ აჩვენა, რომ მათემატიკის სწავლებისას კონსტრუქტივისტულ (კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით, მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეს ცოდნის აგებაში) მიდგომებს, მათემატიკის არსის შესახებ მასწავლებლის შეხედულებებს და სწავლების ზოგად მიდგომებს მოსწავლეთა მიღწევებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს: კერძოდ,
” – რაც უფრო მაღალია მასწავლებლის მიერ კონსტრუქტივისტული მიდგომების გამოყენების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მოსწავლეების მიღწევები; ამასთან, ასეთი პედაგოგის მოსწავლეებს უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ.
– თუ მასწავლებელი ეფექტიანად ახერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, ნასწავლი მასალის შეჯამებას, მასალის ახსნას, მოსწავლეების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოხატვას, მოსწავლეების დაინტერესებას, წახალისებასა და საგაკვეთილო პროცესის მართვას, ეს პოზიტიურად აისახება მოსწავლეთა მიღწევებსა და მოსწავლეების მიერ მათემატიკის მნიშვნელობის აღქმაზე.
– მათემატიკის არსის შესახებ მასწავლებლის შეხედულებები აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე: კერძოდ, მასწავლებელი რომელიც თვლის რომ მათემატიკა კვლევის საშუალებაა, მის შრომას პოზიტიური ეფექტი აქვს მასწავლებელი კი რომელიც მათემატიკას მხოლოდ წესებისა და პროცედურების ერთობლიობად წარმოადგენს, უარყოფით შედეგებს აჩვენებს.”
მოსწავლეთა შედეგების კიდევ ერთი განმსაზღვრელი მასწავლებლის სერტიფიცირების სტატუსი აღმოჩნდა. მოსწავლეების შედეგების ანალიზის მიხედვით, სერტიფიცირებული მასწავლებლების მოსწავლეები საშუალოდ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებენ იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომელთა მასწავლებელი არ არის სერტიფიცირებული, როგორც მათემატიკის მასწავლებელი.
მოსწავლეების შედეგებზე გავლენას ახდენს არა მარტო ერთი მასწავლებელი, რომელიც მოცემულ მომენტში მათემატიკას ასწავლის, არამედ ის მასწავლებლები, რომლებიც წარსულში ასწავლიდნენ ან ასწავლიან სხვა საგანს.
თავის მხრივ, კვლევაში მონაწილე პედაგოგები მიიჩნევენ რომ მე-9 კლასის მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმა უკიდურესად გადატვირთულია, ხოლო საგაკვეთილო საათები არასაკმარისი.
სახელმწიფო შეფასებაში მონაწილეობდა 166 სკოლის 4 226 მოსწავლე, 165 დირექტორი, 200 მასწავლებელი და 3 854 მშობელი. როგორც კერძო ასევე, საჯარო სკოლები. როგორც დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების, ასევე სოფლის სკოლები.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment