Monday, June 26, 2017

ტაქსის მძღოლს საქმიანობის ნებართვის აღება დაევალება

2018 წლიდან ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ. ტაქსის მძღოლმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში საინფორმაციო ტაბლო უნდა აიღოს.
ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
"ეს უნდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს ექნება საინფორმაციო ტაბლო - სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები, კომპანია. საინფორმაციო ტაბლო თუ არ ექნება, ე. ი. არ აქვს საქმიანობის ნებართვა. ნებართვა ნიშნავს, რომ ჯანმრთელია და ავტომობილი ტექნიკურად გამართულია. ნებართვის ღირებულება მძღოლისთვის მისაღები იქნება", - განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment