Tuesday, June 27, 2017

სააკაშვილისა და ჯანაშიას ბრალდების საქმეზე შესაძლოა ანზორ ჩუბინიძე დაიკითხოს

მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე შესაძლოა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაიკითხოს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge წერს.
საქმის მოსამართლემ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების, ექსპრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახურის ყოფილი უფროსის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 
ადვოკატები ითხოვდნენ, საქმეში მტკიცებულების სახით დართულიყო სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, ვალერი კილაძის 2013 წლის 26 თებერვლის პატაკი ფარული ხარჯების გაწევაზე, ამ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. 

ბრალდებულთა ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ რაზეც გამოძიება თემურ ჯანაშიას ედავება, სწორედ ასე ხდებოდა ფარული ხარჯების გაწევა ანზორ ჩუბინიძის პერიოდშიც, თუმცა გამოძიებამ 2013 წლის პატაკი დამალა და მათთვის ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც 22 ივნისს ვალერიან კილაძე დაიკითხა. 

ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა ადვოკატების პოზიციას, რადგან პროკურორების განცხადებით, ამ პატაკს  საქმესთან შემხებლობა არა აქვს და არც ბრალდებულებს არ უკავშირდება. 
დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ხარჯები იყო მაგრამ მე არ მახსოვს, იმ ხარჯებში რა კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. თუ რამე იყო, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა თქვან. მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე, რატომ გაიჟღერა ჩემმა გვარმა...  ყველაზე დიდი ხარჯები ემსახურებოდა დაცვის სამსახურის თანაშრომლების გადაადგილებასა და თვითმფრინავის მომსახურებას“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
imedienws.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment