Tuesday, June 27, 2017

მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, შეჯიბრების პირველ დღეს, 27 ივნისს სამი ქართველი ფალავანი გავიდა ხალიჩაზე, რომლებმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს. 
ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა. მან წელს მეორე მოიგო კონტინენტური პირველობა. მარტში მაჭარაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74) დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი ედემი ბოლქვაძემ (60) მოიპოვა.
დღეს დორტმუნდში, დარჩენილი 55, 66, 84, 120 კგ კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელი კი თეიმურაზ ვანიშვვილი (55), მირზა სხულუხია (66), ზაურ ბერაძე (84) და ზურიკო ურთაშვილი (120) გამოვლენ.
ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის ბოლოს ორგანიზატორებმა შეცდომა დაუშვეს. დაჯილდოვების შემდეგ ტრადიციულად გამარჯვებულის ჰიმნი გაჟღერდა, თუმცა ორგანიზატორებმა ნაცვლად საქართველოს ახალი ეროვნული ჰიმნისა "თავისუფლება", ძველი ჰიმნი "დიდება" ჩართეს. ამის ამსახველ ვიდეომასალას სპორტული ვებგვერდი mysports.ge ავრცელებს. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment