Friday, June 30, 2017

„შორტები რომ ავკრძალოთ ეროვნულ გამოცდებზე, მაშინ გამოცდებს ვეღარ ჩავატარებთ“ – გამოცდების ცენტრი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნებისმიერი სახის ტანისამოსის ჩაცმა შეგიძლიათ.  თქვენ არც მოკლე შარვლის ე.წ. შორტის გამო დაგიწუნებენ, არც მოკლე კაბის და არც დეკოლტირებული მაისურისთვის. აკრძალული მხოლოდ შიშველი მისვლაა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  სამოსზე რაიმე შეზღუდვის დაწესება მიუღებლად მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ ახალგაზრდები იმაში უნდა გამოეწყონ, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.
„არ წარმომიდგენია, რომ რამეზე შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს. სულ მთლად შიშველი არ შეიძლება და სხვა მხრივ არაფერია აკრძალული. მათ შორის არც მოკლე შორტები. შორტები რომ ავკრძალოთ, მაშინ გამოცდებს ვეღარ ჩავატარებთ. შორტები არანაირი პრობლემა არაა. არც მოკლემკლავიანი პერანგები და არც საერთოდაც მკლავების გარეშე.
„ამ ადამიანების ძალიან კარგად გვესმის – სცხელათ და უნდათ, რომ გამოცდებზე მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ტანისამოსით მივიდნენ. ცხადია, ეს არანაირი პრობლემა არაა,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება და 27 ივლისამდე გასტანს.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment