ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ აკრძალვებს აპროტესტებენ. მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო თევზჭერას, პრაქტიკულად, ვერ ახორციელებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.
პალიასტომის ტბა კოლხეთის დაცულ ტერიტორიაში შედის და შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება.
მეთევზეები პრობლემის მოუგვარებელობის შემთვევაში აქციებით იმუქრებიან
imedinews.ge
No comments:
Post a Comment