Monday, June 26, 2017

საინტერესო პროექტი - სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ადვოკატირების კამპანიის - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის - მხარდაჭერა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი დააფინანსებს 24 ადვოკატირების კამპანიას.

თითოეული ადვოკატირების კამპანიის მაქსიმალური ღირებულებაა 2, 500 ლარი.

იმისთვის, რომ დაფინანსება შეუფერხებლად მოხდეს, გთხოვთ რაც შეიძლება ზუსტად მოგვაწოდოთ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, აღწეროთ ადვოკატირების კამპანია და მოგვაწოდოთ დეტალური ბიუჯეტი.
განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და განმცხადებელს შორის გაფორმდება მემორანდუმი და ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გადმოირიცხება მოთხოვნილი თანხა. ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლოაგანმცხადებელს დაუკავშირდნენ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტიდან, პროექტის დეტალების დასაზუსტებლად ან შესათანხმებლად.
გთხოვთ განაცხადი გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 24 ივლისისა.
სათაურის ველში ჩაწერეთ: ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის.
http://cdi.org.ge

No comments:

Post a Comment