Thursday, June 29, 2017

რუსთავში მეხი ჩამოვარდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მეხი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შედეგად ავარიულად გამოირთო #7-ე ფიდერი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მეგობრობის გამზირის #4-დან #20-ის ჩათვლით წყვილ ნომრებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის პირველ გასასვლელს, მაჩაბელი, ფალიაშვილის, ვახუშტის ქუჩების ნაწილს.

ავარიულად გამოირთო ასევე მე-18 ფიდერი და ელექტროენერგიის გარეშეა მესხიშვილის, თოდრიასა და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობის ნაწილი.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ავარიული ჯგუფი ადგილზე დაზიანების აღმოფხვრის მიზნით გავიდა და ენერგომომარაგება უახლოეს ხანში აღდგება.
ipn.ge

No comments:

Post a Comment