Thursday, June 29, 2017

გარემოსთვის ზიანის მომტანი გაჯეტები დასახელდა

გარემოს ზიანს ყველაზე მეტად კომპანიების Apple, Samsung და LG-ის პროდუქცია აყენებს, ყველაზე ნაკლებს კი - Dell-ის და HP-ის. ასეთია საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის Greenpeace კვლევის შედეგები, რომელიც მისივე ვებგვერდზე ქვეყნდება.
სპეციალისტებმა 17 ცნობილი მწარმოებლის 40-ზე მეტი გაჯეტი გამოიკვლიეს. ზიანის შეფასებისას 4 პარამეტრით ხელმძღვანელობდნენ - დისფლეის და აკუმულატორის შეცვლის შესაძლებლობა, მისი შეკეთებისთვის სპეციალური ინსტრუმენტების ქონის აუცილებლობა და ნაწილებზე სათადარიგო ხელმისაწვდომობა. პასუხები 10 ქულიანი სისტემით ფასდებოდა.
სმარტფონებიდან გარემოსთვის ყველაზე უსაფრთხო Fairphone2 აღმოჩნდა (10 ქულა), 8 ქულა მიიღეს სმარტფონებმა LG G4, LG GS და Xiaomi Redmi 4. ყველაზე ცუდი შეფასება გაყიდვების ლიდერმა С Samsung Galaxу S7 და Samsung Galaxу S7 edge.
პლანშეტური კომპიუტერებიდან უმაღლესი შეფასება HP Elite x2 1012 G1-მა მიიღღო, აუტსაიდერი კი iPad 5, iPad Pro და Microsoft Surface Pro 5 გახდა.
ნოუთბუქებს შორის ყველაზე გრძელვადიანი და რემონტსდაქვემდებარებული Dell Latitude E5270 და HP EliteBook 840 G3 აღმოჩნდა, ეკოლოგიისთვის კი ყველაზე მავნე ყოფილა მოდელები Microsoft Surface Book, Apple MacBook Pro და 2017 წელს გამოშვებული Apple Retina MacBook 2017.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment