Wednesday, June 28, 2017

ზაჰესის ხიდის მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა

ზაჰესის ხიდის მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები ხიდის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ხიდი რამდენიმე დღის წინ ჩაინგრა. ამის მიზეზად, მაცხოვრებლები მშენებელი კომპანიის მიერ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებენ. ისინი თბილისის მერიისგან ხიდის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.
ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც არიან.
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მარტში დასრულდა. ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment