Wednesday, November 15, 2017

გაგარინის 10-ში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გაგარინის 10-ში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს. პრევენციის მიზნით, შენობის სრული დემონტაჟი უკვე ინვესტორთან მოლაპარაკების მერე მოხდება. 
რამდენიმე საათის წინ გაგარინის 10 ნომერში თბილისის მერი იმყოფებოდა. კახა კალაძემ ავარიული კორპუსი დაათვალიერა, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
ამ დროისთის საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილია, გამორთულია ელექტროენერგია და იგეგმება შენობის დემონტაჟი.
ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, გაგარინის 10-ში მცხოვრებლები დროებით ქირით გასვლას 14 ნოემბერს დათანხმდნენ.
მანამდე თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ იქ მცხოვრები ოჯახები დროებით ქირით გასვლაზე უარს ამბობენ. 
მერიის ცნობით, საცხოვრებელი შენობის ნაწილი ნგრევის პირასაა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment