Wednesday, November 15, 2017

თამარ ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას უხელმძღვანელებს


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას კვლავ თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომაზე მიიღეს, რომელზეც კომისიის თავმჯდომარეები და ფრაქციის ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე აირჩიეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

”გასული სამი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თამარ ტალიაშვილის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, მათ შორის აღსანიშნავია თბილისში სკოლამდელი განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ უპრეცედენტოდ წარმატებულ რეფორმადაა შეფასებული. 

ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უწყვეტი განათლების სისტემის, სახელოვნებო განათლების, ინკლუზიური განათლების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების, ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების კუთხით.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების განახლებული გუნდი კახი კალაძის ხელმძღვანელობით დედაქალაქში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და ერთ-ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, განათლება და კულტურა იქნება”, - ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

თამარ ტალიაშვილმა კოლეგებსა და გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ipn.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment