რომის პაპი ხორხე მარიო ბერგოლიო მდიდრულ და ძვირადღირებულ ავტომობილებზე უარს ამბობს , რის შესახებაც ადრეც ვწერდით. როგორც კი პაპი გახდა, ფრანცისკე “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილზე გადაჯდა. მას მიაჩნია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, სუპერ-მდიდრული ავტომობილით გადაადგილდებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ახლახან რომის პაპს საჩუქრად გადასცეს სუპერსპორტული ავტომობილი Lamborghini Huracan LP 580-2, რამაც ფრანცისკე ძალიან გაახარა, მაგრამ მანქანის საჭესთან არც კი მოთავსდა. რომის პაპმა ნაჩუქარ “ლამბორგინიზე” თავისი ავტოგრაფი დატოვა, მანქანის აუქციონზე გაყიდვის განკარგულება გასცა და განაცხადა, რომ შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას
მოხმარდება.
autobild.ge
- ფრანცისკესთვის ნაჩუქარი “ლამბო” თეთრი ფერისაა და ვატიკანის დროშის ოქროსფერი ხაზებითაა გაფორმებული.
No comments:
Post a Comment