Sunday, January 28, 2018

ჩინეთში ფასიანი ქაღალდებით უკანონო ვაჭრობისთვის 12 ბანკი დაჯარიმდა

ჩინეთში 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების უკანონო ვაჭრობისთვის 12 ბანკი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Beijingbulletin-ი ავრცელებს.
მთავრობამ უკანონო საქმიანობაში მხილებული ბანკები ჯამში 46 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ბანკების კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რათა ჩინეთის ნაციონალურ საბანკო სექტორში ქაოსი არ გაჩნდეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment