Monday, January 29, 2018

ჯოზეფ ვოტელი: ამერიკელი სამხედროები სირიის ქალაქ მანბიჯიდან გამოსვლას არ აპირებენ


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ ვოტელი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები სირიის ქალაქ მანბიჯიდან გამოსვლას არ აპირებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ამ ქალაქიდან ძალების გამოყვანა არ არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ“, - აცხადებს ჯოზეფ ვოტელი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აფრინში ატარებს, შესაძლოა მანბიჯზეც გავრცელდეს. თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას აშშ-ს მოუწოდა, თავისი ძალები მანბიჯიდან გაიყვანოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყარონ იმედები. 
„თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“ - აღნიშნა ერდოღანმა. 
თურქეთმა სირიაში ტანკებიც შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. 
თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” გასულ კვირას დაიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment