Wednesday, January 24, 2018

ელტონ ჯონი გასტროლების შეწყვეტას გეგმავს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი გასტროლების შეწყვეტას გეგმავს. Mirror-ის ცნობით, 70 წლის მუსიკოსმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის პრობლემის გამო მიიღო. 
როგორც მოსალოდნელია, ელტონ ჯონი ოფიციალურ განცხადებას მსოფლიო ტურნეების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. 
გამოცემის ცნობით, გასულ წელს მომღერალმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღე გაატარა, ხოლო კიდევ 12 დღე საავადმყოფოში. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მუსიკოსი სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს "საშიში და იშვიათი" ბაქტერიოლოგიური ინფექციით დაავადდა.
2017 წელს ელტონ ჯონმა კონცერტი 20 ქვეყანაში გამართა. ის საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა Black Sea Arena“-ზე 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.
15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება. თუმცა ნამდვილად გამართავს თუ არა წელს ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს, ამ ეტაპზე უცნობია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment