დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. სასწავლო პროცესი 50 სკოლასა (ხულო-33, შუახევი-17) და საბავშვო ბაღებში შეწყდა.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენლი 2 ათასამდე აბონენტი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: დიდაჭარა, ღორჯუმი, აგარა, ხიხაძირი და ვაშლოვანი.
მისივე თქმით, თოვლის საფარი დაბაში 70 სანტიმეტრს, სოფლებში კი ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც გზებზე გადაადგილება ყველა მიმართულებით გართულებულია.
ამ დროისთვის მხოლოდ ცენტრალური გზა იწმინდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment