Saturday, January 27, 2018

საუდის არაბეთში ავარიის დროს 7 ქალი დაიღუპა


საუდის არაბეთში ჯაზანის ადმინისტრაციულ ოლქში მასშტაბური ავარიის დროს, 7 ქალი დაიღუპა. გამოცემა Khaleej Times-ის ცნობით, დაშავდა კიდევ 5 ადამიანი. მათ შორის 2 ბავშვი. 
დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნავენ, რომ ავტომობილი, რომელშიც ქალები ისხდნენ, სატვირთო მანქანას დაეჯახა. 
26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ.

კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის "ხედვა - 2030" ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment