Monday, January 29, 2018

ბიტკოინმა საუკეთესო კრიპტოვალუტის წოდება დაკარგა

ამერიკულმა სარეიტინგო კომპანია Weiss-მან კრიპტოვალუტა Ethereum-ს უფრო მაღალი რეიტინგი მიანიჭა, ვიდრე ბიტკოინს.
Ethereum-მა, რომელსაც ბიტკოინის მთავარ კონკურენტს უწოდებენ, შეფასება B მიიღო, ბიტკოინმა კი C+.
როგორც სააგენტოში განმარატავენ, მართალია ბაზარზე დომინანტი ბიტკოინია და ასევე ძლიერ ბრენდს წარმოადგენს, მან მაღალი რეიტინგი ტრანზაქციის სისწრაფის და კოდის მალე განახლების პრობლემის გამო ვერ მოიპოვა.
Ethereum-ი კი პირიქით, განახლებისთვის უკეთესად არის მომზადებული და ტრანზაქციებსაც უფრო სწრაფად ახორციელებს. რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ Ethereum-ის ღირებულება 1000-დან 1200 დოლარამდე გაიზარდა.
2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როცა მისმა ღირებულებამ 20 ათას დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში ის განახევრდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment