სატვირთო მანქანების მძღოლები ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი ახლადრეაბილიტირებული გზით სარგებლობას ითხოვენ, თუმცა საპატრულო პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მძღოლები განმარტავენ, რომ შემოვლითი გზა დაზიანებულია და ცენტრალური გზით სარგებლობის შეზღუდვას აპროტესტებენ. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ ის მანქანები გადაადგილდებიან, რომლებიც ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მშენებლობას ემსახურებიან. დანარჩენ მანქანებს არ აქვთ გადაადგილების ნებართვა.
„დაახლოებით ერთ თვეში აღნიშნულ გზაზე დამონტაჟდება ე.წ. სასწორი და მაღალი გამავლობის მანქანები მხოლოდ ტვირთის დასაშვები რაოდენობით იმოძრავებენ. მანამდე კი მუნიციპალიტეტის მერია ალტერნატიული გზის დაგრეიდერებას გეგმავს,“- აღნიშნა ოზურგეთის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძემ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment