Thursday, January 25, 2018

მასწავლებელთა გამოცდების „მარგალიტები“


„შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე სოციალური ქსელით  მასწავლებელთა გამოცდების ე.წ „მარგალიტებს“ აქვეყნებს.
პოსტს გთავაზობთ უცვლელად:

ესეც მასწავლებელთა გამოცდების მარგალიტები...
"აღქმა ხდება პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის გონებით. აღთქმა – პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის სიტყვიერად;“
,,შეცდომაა: ბათუს აზრით. უნდა იყოს – ბათუას აზრით;“
,,მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება;“
,,იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია;“
,,ღამე ,,მგზავრის წერილებში“ არის ბნელი ადგილი;“
,,მან მიატია ქმარი, შვილები(ლაპარაკია შუშანიკზე);“
,, ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში;“
,,ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში;“
,,შემოღამება შემოქმედთა საბოლოო ადგილის სიმბოლოა;“
,,მთაწმინდაზე წმინდანი ადამიანები განისვენებენ და ტკბებიან მთაწმინდის ღამით, ზემოდან გადასცქერიან თავის ქვეყანას;“
,,ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა;“
,,შეცდომაა: მთელი საუკუნის შემდეგ. საუკუნე ისედაც მთელს ნიშნავს, ამიტომ ,,მთელის“ ხმარება მიზანშეწონილი არ არის;“
,,შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს – ერთ საკითხზე ემთხვევა;“
,,შეცდომაა: ყველაზე მკაცრი. ყველაზე აქ ზედმეტია. მკაცრი ისედაც აღნიშნავს სიმკაცრეს და აღმატება აღარ სჭირდება;“
,, შეცდომაა: როგორიც. უნდა იყოს როგორც. აქ არის მიზეზისა და მიზნის ნაცვალსახელების აღრევა;“
,,ზმნისწინის გაყოფა და მასში ასოს მოქცევა არ შეიძლება;“
,, მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა;“
ზოგიერთი პედაგოგი ძალიან საინტერესოდ ხსნის სიმბოლიზმს და მის მნიშვნელობას. მაგ.:
,,სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი ,,გლახის ნაამბობის“ ხიდჩატეხილობა;“
,,სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით;“ ,,სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელია რითმის გამო უცხო სიტყვების გამოყენება: მაგ.იყო შარლ ბოდლერი, კანტი, ჰეგელი;“
,,სიმბოლისტებს გულზე დასობილი ჰქონდათ მიხაკები;“
,,სიმბოლიზმი ძნელად შესაცნობია, თითქმის შეუცნობელია მისი შეცნობა.“
etaloni.ge

No comments:

Post a Comment