კონგოში გაუჩინარებული მფრინავის ძმა ამტკიცებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. გიორგი ოსორაულის მტკიცებით, მას კონგოში რამდენიმე პირთან აქვს კომუნიკაცია, რომლებიც ამას ადასტურებენ, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
სოსო ოსორაულის ძმა საქმეში გასარკვევად უახლოეს მომავალში კონგოში
გამგზავრებას თავად აპირებს, რადგან ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა საქმეს აჭიანურებენ. მათ შორის, არ აძლევენ ოჯახს დაზარალებულის სტატუსს, რაც მათ ადვოკატს საქმის დეტალების გაცნობის საშუალებას მისცემდა.
გიორგი ოსორაული დღეს მედიას სკაიპის მეშვეობით “ადამიანის უფლებათა ცენტრში” ესაუბრა, სადაც მან უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მას ან მის ოჯახის წევრებს სოსო ოსარაულთან კომუნიკაცია ჰქონდათ. მიუხედავად ამისა გიორგი ოსორაული დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ცოცხალია.
მისივე თქმით, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროს მისთვის არ უჩვენებია.
“არ შემიძლია ამ თემაზე ხმამაღლა და საჯარო ლაპარაკი, იქედან გამომდინარე, რომ საფრთხის შემცველია. სხვა კონკრეტულის თქმა არ შემიძლია. იმის დამატება შემიძლია, რომ ცოცხალია ის კაცი და უბრალოდ დეტალებს ვისგან და როგორ ვიღებ ინფორმაციას, ამას ვერ გეტყვით, იქედან გამომდინარე, რომ საფრთხის შემცველია როგორც სოსოსთვის, ისე იმ ხალხისთვის, ვინც ამ ინფორმაციას მაწვდის. ეს არ არის მხოლოდ ერთი პიროვნებისგან მიღებული, ესაა სხვადასხვა წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია, რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არიან. აქედან გამომდინარე მაქვს მიზანი, ჩავიდე აფრიკაში და ადგილზე, კონკრეტულად იმ პირებისგან, რომლებიც ინფორმაციას მაწვდიან, პირადად ველაპარაკო ამ თემებზე და მაქვს იმის იმედი და შემოთავაზებებიც მათი მხრიდან, რომ ადგილზე დეტალურად მოხდება ამ თემაზე საუბარი”,- აღნიშნავს გიორგი ოსორაული.
სოსო ოსორაულთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასთანაც
გაიმართა.
ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე
გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ,
დაიღუპა.
თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ
განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment