Sunday, January 28, 2018

ბიშკეკში ძლიერი ყინვის გამო საბავშვო ბაღები დაიხურა

ყირგიზეთის დედაქალაქში საბავშვო ბაღები იანვრის ბოლომდე დაიხურა. ამის მიზეზი ბიშკეკში არსებული ძლიერი ყინვაა, რის გამოც ცენტრალურ თბოელექტროსადგურზე ავარია მოხდა. ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.
თბოელექტროსადგურზე ავარია პარასკევს მოხდა, შედეგად კი დედაქალაქის ცენტრალური გათბობის მილებში მიწოდებული წყლის ტემპერატურა დაეცა. 
სინოპტიკოსების ცნობით, 27 იანვარს ქვეყნის მთიან რეგიონებში -40-45 გრადუსი დაფიქსირდა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment