ლოს ანჯელესთან ახლოს, ერთძრავიანი შვეულმფრენი "Beechcraft G33"- ის ავარიული დაშვების გამო, საავტომობილო გზა გადაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC - ი ავრცელებს.
შემთხვევა კვირას საღამოს, ქალაქ კოსტა მესას ახლოს მოხდა. აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ინფორმაციით, შვეულმფრენის ძრავა მწყობრიდან მაშინ გამოვიდა, როცა ჯონ უეინის აეროპორტისკენ მიფრინავდა. პილოტი იძულებული გახდა ავარიული დაშვება საავტომობილო გზაზე განეხორციელებინა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment