რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებმა პრეზიდენტის ანგარიში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას უნდა მოისმინონ, თუმცა გასულ წელს რეგლამენტი დაირღვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონკრეტული თარიღი ადმინისტრაციასთან კონსულტაციის გზით გადაწყდება.
"ჯერ არავინ შეგვხმიანებია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. როგორც წესი, მოსმენა პირველივე კვირას უნდა შედგეს, თუმცა ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომ კონსულტაციების გზით ვარჩევთ პრეზიდენტისთვის სასურველ თარიღს და ახლაც ასე მოხდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა.
საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს იხსნება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment