Sunday, January 28, 2018

რა მოხდა მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" - შსს-ს პასუხი "ფეისბუქში" გავრცელებულ ვიდეოზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" 2 პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.

"საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს", - აცხადებენ შსს-ში.მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" დაკავების ამსახველი ვიდეომასალა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment