Tuesday, January 23, 2018

მადურო ვენესუელის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადური მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას კვლავ დააყენებს. „თუ ერთიანი სოციალისტური პარტია, მუშათა კლასი და ახალგაზრდობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ვიყო, ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა მადურომ.
ვენესუელაში მიმდინარეობს განხილვები, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, 30 აპრილს ჩატარდეს.
მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.
იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.
გასული წლის დეკემბერში, მადურომ განაცხადა, რომ  მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment