Friday, January 26, 2018

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ფაროსანასთან ბრძოლის გეგმები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.
მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა და ტოივო კლაარს ძირითადი მიმართულებები გააცნო. „უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა ქვეყანაში ფიტოსანიტარიის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
2018 წლის სტრატეგიული ხედვა, 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და მავნებელთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment