აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანია Boeing-თან 24 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდენტის თვითმფრინავში (Air Force One) მაცივრის ორი ახალი სისტემა უნდა დამონტაჟდეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე სამი მაცივრის სისტემა უკვე ფუნქციონირებს. ახალი სისტემები კი გადასახადების გადამხდელ ამერიკელებს 23,65 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.
მაცივრის სისტემები ნომერ პირველ ბორტზე 1990 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ადრე მოწყობილობები განკუთვნილი იყო პროდუქტის მცირე დროით შენახვისთვის. ახალი სისტემები კი უფრო გრძელვადიან პერიოდზე იქნება გათვლილი და გაცილებით მოცულობითი იქნება, ვიდრე არსებული მაცივრებია, რათა თვითმფრინავს მარაგის შესავსებად ხმელეთზე დაჯდომა არ მოუხდეს.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავის მოდერნიზაცია 2019 წლისთვის დასრულდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment