Thursday, January 25, 2018

თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. ამის თაობაზე დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირაკლი ლექვინაძე, რომელიც პროფესიით ეკონომისტია ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო, არის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment