ფონდმა ,,ქართუმ" ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა. შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელმა, მერაბ აბდუშელიშვილმა და ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მოაწერეს ხელი.
პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ" დააფინანსა.
ქუთაისის მერის თქმით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
,,მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა. ეს ხელს შეუწყობს ქუთაისში რაგბის პოპულარიზაციას"- თქვა ჭიღვარიამ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment