აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ყატარსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, არაბული ქვეყნების მიერ ყატარისადმი წაყენებული მოთხოვნებიდან რამდენიმე საკითხი შესაძლოა ამ კონფლიქტის დარეგულირებისა და დიალოგის საშუალებად იქცეს. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
რექს ტილერსონის განცხადებით, არაბული ქვეყნების მოთხოვნების ნაწილი, ყატარისთვის შესასრულებლად შესაძლოა რთულია, მაგრამ ეს მოთხოვნები დიალოგის წინაპირობას ქმნის.
„ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ამ საკითხებზე მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პარტნიორები ძლიერები არიან მაშინ, როდესაც ერთად, ერთი მიზნისთვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს მიზანი ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაა. აშშ ყველა მხარისთვის დარჩება საკონტაქტო ქვეყნად“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.
23 ივნისს, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების 13-პუნქტიანი სია გადასცეს, რაზეც ყატარმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნების "შესრულება შეუძლებელია"
ივნისის დასაწყისში, რექს ტილერსონმა რეგიონში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების "მცდელობა" რეგიონში არსებულ ტერორიზმის საფრთხეზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს, "თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ შესაძლებელია რაიმე ზეგავლენაზე ლაპარაკი", - დასძინა ტილერსონმა.
ყატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment