Monday, June 26, 2017

SchoolBook – სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა, სასწავლო პროცესში, მშობლების ჩართულობის გასამარტივებლად

SchoolBook-ი – სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც ბაზარზე, 2014 წლიდან არსებობს, ერთ სივრცეში უყრის თავს: ელექტრონულ ჟურნალს, ელექტრონულ საქაღალდეს, ექიმის, ფსიქოლოგის, ბიბლიოთეკის, კათედრებისა და კლუბების მოდულებს. შექმნის იდეა უკავშირდება იმ მშობლების პრობლემას, რომლებიც დაძაბული სამუშაო გრაფიკისა და დროის უქონლობის გამო, ვერ ახერხებდნენ, აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი შვილების საგანმანათლებლო პროცესში. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა – რაფიელ ხაბურძანიამ და პროგრამისტმა – ავთანდილ რუხაძემ კი გადაწყვიტეს ამ საკითხის გადაჭრა და შედეგად, დღეს, SchoolBook-ის პროგრამული უზრუნველყოფით, 20-ზე მეტი კერძო სკოლა და დაახლოებით, 23 000 მომხმარებელი სარგებლობს, ქვეყნის მასშტაბით. Schoolbook-ის საჭიროებასა და სკოლებში მისი სისტემით სარგებლობაზე; საგანმანათლებლო პროცესში, ციფრული კულტურის დამკვიდრებაზე, მარკეტერი ესაუბრა Schoolbook-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, გიორგი ლიქოკელს:
M: Schoolbook-ის რა შესაძლებლობები განაპირობებს სკოლებში მისი გამოყენების საჭიროებას?
Schoolbook-ი ამარტივებს კომუნიკაციის პროცესს და ხელს უწყობს კარგ კოორდინაციას. დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი აუმჯობესებს სასწავლო პროცესის მართვას. საგულისხმოა, რომ ელექტრონული ჟურნალის პირობებში, მასწავლებლებს მხოლოდ გაცდენებისა და შეფასებების აღრიცხვა უწევთ, ნიშნების გამოთვლის პროცესი კი, სრულად ავტომატიზებულია. თავის მხრივ, მშობელს საშუალება მიეცა –  რეალურ დროში მიადევნოს თვალი შვილების შეფასებებს, გაცდენებს, დაგვიანებებს, საშუალო ქულებსა და რეიტინგს; იხილოს ინფორმაცია სახელმძღვანელოების, საგაკვეთილო განრიგის, დავალებების შესახებ; ჰქონდეს კომუნიკაცია დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებთან. რაც შეეხებათ მოსწავლეებს, მათ აღარ სჭირდებათ დღიურები დავალებების ჩასანიშნად.

M: როგორ უნდა ჩაერთოს სკოლა Schoolbook-ის ავტომატიზებულ სისტემაში და რა პროცესების გავლა მოუწევს ამისთვის?
ამისათვის, საჭიროა დაგვიკავშირდნენ საინფორმაციო სამსახურის ნომერზე, ან შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა ფეისბუკზე → http://bit.ly/schoolbookge. მოთხოვნის დაფიქსირების შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მივლინებული იქნება ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სკოლის საჭიროებებს/თავისებურებებს. ელექტრონული სისტემის დანერგვას წინ უძღვის პრეზენტაციები და სკოლის თანამშრომლების ტრენინგები (მომსახურება უფასოა). ზემოაღნიშნული საფეხურების გავლის შემდეგ, სკოლა ჩაირთვება „სქულბუქის“ ელექტრონულ სისტემაში.
M: რომელ კლასებშია რეკომენდებული SchoolBook-ების გამოყენება, თუ სკოლა თვითონ წყვეტს, სწავლების რა საფეხურზე სჭირდება ამ სისტემით სარგებლობა?
ამას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია თავად წყვეტს. სქულბუქი გამოიყენება როგორც 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ისე ცალკეულ კლასებში, სკოლის სურვილისამებრ.  
M: რომელი ოპერაციული სისტემებისთვისაა ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქტი?
სქულბუქთან წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტის საშუალებით https://eservices.schoolbook.ge/ ვებგვერდიდან. სისტემა არის ვებზე ბაზირებული, წვდომის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ სისტემაში რეგისტრირებული ავტორიზებული მომხმარებლები, რომელთა დარეგისტრირებასაც უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრატორი. მომდევნო წელს, ხელმისაწვდომი იქნება სქულბუქის მობილური აპლიკაციაც.
marketer.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

 

No comments:

Post a Comment