Thursday, November 16, 2017

ქართველი მუსიკოსები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაგეგმილ ჯაზის საღამოში მიიღებენ მონაწილოებას

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

23 ნოემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის  მე-5 სამიტის ფარგლებში, პარტნიორობის ექვსი ევროპული ქვეყნის აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინისა და საქართველოს ჯაზის წარმომადგენლები გაერთიანდებიან.
ეს იქნება უნიკალური ჯემ-სეიშენი STRONGER TOGETHER-ი. ამის შესახებ ინფორმაციას Kavkaz Jazz ფესტივალი ავრცელებს, რომელიც პროექტის კოორიდნატორია.
ბრიუსელში საქართველოს წარადგენენ ახალგაზრდა მუსიკოსები მიხეილ ჯაფარიძე (კონტრაბასი) და ირაკლი ჭოლაძე (დასარტყამი). მათ ნიუ-იორკში მოღვაწე ცნობილი პიანისტი ამინა ფიგაროვა უხელმძღვანელებს.
ღონისძიება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ევროკავშრის ორგანიზაციებისა და Bozar-ის ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით და მხარდაჭერით ტარდება .
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment