Thursday, November 16, 2017

1990-2015 წლებში საქართველოში 31 446 გოგო ვერ დაიბადა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

1990-2015 წლებში კი, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც დღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.
დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკის შესახებ საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებული მეორე კვლევაა, რომელიც  2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება.
მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველოც გამოირჩეოდა მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა.
2010-2014 წლების მონაცემებით საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგო საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. ეს შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს. 
საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებული ბავშვებიდან 28 887 ბიჭია, 27 682 - გოგო, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი - 59 249-ს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment