👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "კელნის" ექს თავდამსხმელი ჰანს შეფერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.
ვეტერანი ფეხბურთელი 91 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეფერი ქალაქ კელნში დაიბადა. ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში მან 17 წელი გაატარა და მის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.
ეროვნულ ნაკრებში კი ჰანს შეფერმა 40 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment