Tuesday, November 7, 2017

პილოტირების პროცესი გრძელდება









უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით პილოტირების პროცესი გრძელდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარეობს შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან, რომლებიც 7-9 ნოემბერს საპილოტე ინსტიტუციურ შეფასებას განახორციელებენ. 
საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად წარმოდგენილნი არიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი. ინსტიტუციური შეფასების გამოცდილების მიღების მიზნით, პილოტირების

პროცეს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოდგენილები დააკვირდებიან.

2017 წლის ბოლომდე პილოტირების პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც განხორციელდება.
პილოტირება ხორციელდება პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment